Policy - დადგენილება №301 ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ [Resolution №301 Technical Regulation - Approval of the provision of food information to consumers]

Date:
March 2019
Published by:
საქართველოს მთავრობის
Published year:
July 2016
Is the policy document adopted?:
Yes
Adopted year:
July 2016
Adopted by:
პრემიერ-მინისტრი
Type of policy:
Legislation relevant to nutrition

Tabs

Legislation Details

თავი II. ზოგადი პრინციპები სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით

მუხლი 3. ზოგადი ამოცანები

1. სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისათვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და უვნებელი სურსათის გამოყენებას ჯანმრთელობის, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეთიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

2. სურსათის შესახებ ინფორმაციამ უნდა უზრუნველყოს წარმოებული სურსათის თავისუფალი გადაადგილება, საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორის კანონიერი ინტერესების დაცვა და ხელი შეუწყოს ხარისხიანი და უვნებელი სურსათის წარმოებას.

მუხლი 4. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენის პრინციპები

1. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

ა) სურსათის დასახელებას (სახეობას) და მის შემადგენლობას, თვისებებს ან სხვა მახასიათებლებს;

ბ) მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ:

ბ.ა) სურსათის შემადგენლობის დახასიათება, რომელიც შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის;

ბ.ბ) ვარგისიანობის, შენახვის და უვნებელი გამოყენების ვადა;

ბ.გ) ჯანმრთელობაზე ზეგავლენა, მათ შორის რისკები და შედეგები, რაც დაკავშირებულია სურსათის საზიანო და სახიფათო გამოყენებასთან;

გ) ინფორმაციას კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

2. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის საჭიროების განხილვისას, რაც მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს, გათვალისწინებული უნდა იქნეს მომხმარებელთა ფართო წრეების მოთხოვნა კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

...

თავი IV. სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა

მუხლი 8. სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალი

1. სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9-28-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

...

ბ) ინგრედიენტების ჩამონათვალი;

...

მ) ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.

...

მუხლი 9. დამატებითი სავალდებულო მონაცემები ცალკეული სახეობების ან კატეგორიის სურსათისათვის

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების გარდა, ცალკეული სახეობის ან კატეგორიის სურსათისათვის დამატებითი სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართი №2-ით „სურსათი, რომლის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ერთი ან რამდენიმე დამატებითი მონაცემი“.

...

მუხლი 28. ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ

1. სავალდებულოა კვებითი ღირებულების შესახებ ეტიკეტზე მითითებულ იქნეს:

ა) ენერგეტიკული ღირებულება;

ბ) ცხიმების, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ნახშირწყლების, შაქრის, ცილისა და მარილის რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები იმის შესახებ, რომ მარილის შემცველობა განპირობებულია ბუნებრივი წარმოშობის ნატრიუმის შემცველობით, განთავსებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის გვერდით.

...

3. თუ დაფასოებულ სურსათზე განთავსებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, შესაძლებელია ეტიკეტზე განმეორებით მითითებულ იქნეს:

ა) ენერგეტიკული ღირებულება;

ბ) ენერგეტიკული ღირებულება ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, შაქრისა და მარილის რაოდენობასთან ერთად.

...

5. სურსათზე, რომელიც საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს გასაყიდად წარედგინება დაფასოების გარეშე, ან როდესაც სურსათის დაფასოება ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყონებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით, კვებითი ღირებულების აღნიშვნა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ენერგეტიკული ღირებულებით ან ენერგეტიკული ღირებულება ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, შაქრისა საკვები და მარილის რაოდენობასთან ერთად.

6. სურსათის ეტიკეტზე ტრანსცხიმების შემცველობის აღნიშვნა ნებაყოფლობითია.

...

10. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა გამოსახული უნდა იქნეს დანართი №14-ის „კვებითი ღირებულების გამოსახვა და ინფორმაციის წარდგენა“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

...

21. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები გამოსახული უნდა იქნეს:

ა) ხედვის ძირითად არეალში;

ბ) ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შრიფტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად;

...

24. ამ მუხლის მე-11 მე-13, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული გამოსახვის ფორმისა, და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული წარდგენის ფორმასთან ერთად, ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ენერგეტიკული ღირებულების და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, შესაძლებელია მითითებულ იქნეს გამოსახვის ან/და წარდგენის სხვა ფორმით, გრაფიკული გამოსახულებით ან სიმბოლოებით, სიტყვიერ და ციფრობრივ გამოსახულებასთან ერთად, იმ პირობით, რომ დაცული იქნება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ეს ფორმები დამყარებულია საფუძვლიან მეცნიერულ კვლევებზე, მომხმარებელი არ შეჰყავს შეცდომაში და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) ამ ფორმების შექმნა განხორციელდა დაინტერესებული მხარეების ფართო წრეებთან კონსულტაციების შედეგად;

გ) ამ ფორმების გამოყენება მიზნად ისახავს მომხმარებელთა დახმარებას, კვების რაციონში განსაზღვრონ ენერგეტიკული ღირებულებისა და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობის მნიშვნელობა გარკვეულ სურსათთან დაკავშირებით;

დ) ეს ფორმა გამყარებულია მეცნიერული საფუძვლებით იმისათვის, რომ მომხმარებელმა უკეთ აღიქვას (გაიგოს) გამოსახვისა ან წარდგენის ეს ფორმა;

ე) გამოსახვის ან წარდგენის სხვა ფორმის გამოყენებისას, იგი უნდა ეფუძნებოდეს დანართი №12 განსაზღვრულ გამოყენების რეკომენდებულ ნორმებს, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ რეკომენდაციებს ენერგეტიკული ღირებულებისა და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) გამოყენების შესახებ;

ვ) ფორმები არის ობიექტური და არადისკრიმინაციული;

ზ) მათი გამოყენება არ ქმნის ბარიერებს ბაზარზე სურსათის თავისუფალი მიმოქცევისათვის.…

დანართი №14

კვებითი ღირებულების გამოსახვა და ინფორმაციის წარდგენა

კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენისათვის გამოიყენება შემდეგი ერთეულები: - ენერგეტიკული ღირებულებისათვის კილოჯოული (კჯ) და კილოკალორია (კკალ), მასისთვის - გრამი (გ), მილიგრამი (მგ), ან მიკროგრამი (მკგ) და მდგომარეობის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება ხდება ინფორმაციის შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ენერგეტიკული ღირებულება

ცხიმი, მათ შორის:

ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები

მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები

ნახშირწყლები, მათ შორის:

შაქრები

პოლიოლები

სახამებელი

ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები)

ცილა

მარილი

ვიტამინები და მინერალები

Références: 

WHO NCD Country Capacity Survey 2019

Histoire des révisions

DateUtilisateurRegistreÉtat
mar, 08/02/2022 - 18:59engesveenkBulk moderation state change.published
mar, 08/02/2022 - 18:29engesveenkBulk moderation state change.published
mar, 08/02/2022 - 18:27engesveenkBulk moderation state change.published
mer, 07/13/2022 - 17:56engesveenkBulk moderation state change.published
ven, 02/26/2021 - 00:17engesveenkBulk moderation state change.published