სურსათში ტრანსცხიმის ნორმა
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება (შემდგომში - დადგენილება) მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ტრანსცხიმთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში.
2. დადგენილება ადგენს სურსათში ტრანსცხიმის მაქსიმალურად დასაშვებ ზღვრულ ნორმას საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სურსათისათვის, რომელიც გამიზნულია ბაზარზე განთავსებისათვის.
3. დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა:
ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია;
ბ) მცენარეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C);
გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.
...
მუხლი 3. სურსათში ტრანსცხიმის ნორმა
1. სურსათში, ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსცხიმის შემცველობა 100 გ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
2. ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს.
მუხლი 4. შესაბამისობის შეფასება
ამ დადგენილებით განსაზღვრულ სურსათში ტრანსცხიმთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 5. პასუხისმგებლობა
ამ დადგენილებით განსაზღვრულ სურსათში ტრანსცხიმის შემცველობის ნორმირების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.