Policy - ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ ¨[Technical Regulations - Nutrition in Early, Pre-school and Education Institutions]

Date:
January 2018
Published by:
საქართველოს მთავრობის
Published year:
October 2017
Is the policy document adopted?:
Yes
Adopted year:
October 2017
Adopted by:
პრემიერ-მინისტრი, დადგენილება №487
Type of policy:
Legislation relevant to nutrition

Tabs

Legislation Details
მუხლი 1.  გამოყენების სფერო
1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ზოგად მოთხოვნებს კვების უზრუნველყოფისადმი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და ტიპისა.
 
2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, კვების ორგანიზების წესებისა და პრინციპების, აგრეთვე რაციონის კვებითი ღირებულების დადგენა  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, ბავშვების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, კვებითი დეფიციტის, სიმსუქნის და კვებასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების პრევენციის მიზნით.
 
...
 
მუხლი 3. ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები
 
1. ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ჯანმრთელობისათვის საჭირო ნუტრიენტების მისაღებად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით შემოთავაზებული სურსათის მრავალფეროვნებით.
 
2. ყოველდღიურ რაციონში საკმარისი რაოდენობით შეტანილი უნდა იქნეს მარცვლოვანი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ საკვებ ბოჭკოს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს,  ნახშირწყლებს და მინერალებს.
 
3. ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად.
 
4. ბავშვთა კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით.
 
5.  შერჩეული უნდა იქნეს  მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი. მოხმარებული უნდა იყოს  მარილის შეზღუდული რაოდენობა (დღეში <1200 მგ ნატრიუმი/3 გ მარილი).
 
6. არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი.
 
 
მუხლი 4. ჯანსაღი კვების პირამიდა, სურსათის ულუფები და მოცულობა
 
1. ჯანსაღი კვების პირამიდა უზრუნველყოფს ბავშვის ჯანმრთელობისა და ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა საკვები ნივთიერების (ნუტრიენტის)  ყოველდღიურად მიღებას. პირამიდა განისაზღვრება მაღალი ნუტრიენტული ღირებულების სურსათის ძირითადი ჯგუფის მიხედვით: ხილი; ბოსტნეული; პროტეინული (ცილოვანი) პროდუქტი – საქონლის მჭლე ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ნიგოზი, პარკოსნები; მარცვლეული – პური, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი და სხვ.; რძე და რძის ნაწარმი: რძე, იოგურტი (მაწონი), ყველი და სხვ.
...
 
7. შემდეგ ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი პროდუქტები, რომლებიც ბავშვმა უნდა მიიღოს შეზღუდული რაოდენობით (ტკბილეული, შოკოლადი, ნამცხვარი, ტორტი და სხვ). ეს ჯგუფი მოიცავს აგრეთვე კარაქს, ზეთებს და ცხოველურ ცხიმებს. ტრანსიზომერული ცხიმების შემცველი სურსათი კი მთლიანად უნდა იქნეს ამოღებული ბავშვების კვების მენიუდან.  
 
 

Revision log

DateUserLogState
Fri, 05/03/2019 - 00:33engesveenkPolicy moderated by engesveenk.published
Wed, 05/01/2019 - 14:56engesveenkEdited by engesveenk.draft
Sun, 03/17/2019 - 21:10engesveenkCreated by engesveenk.draft